ფოტოების რეიტინგი და შეფასების ფუნქციონალი
- Ana Barbakadze
- Apr 23
- 1 min read
Updated: Aug 11
თანამედროვე დისტრიბუციაში აქტიურად იყენებენ მერჩენდაიზინგს და საბონუსე სისტემას. Მერჩენდაიზერი არის სპეციალისტი, რომელიც აკონტროლებს პროდუქციის ასორტიმენტს, ხარისხსა და ოდენობას.
Მერჩენდაიზინგი შეუძლიათ სავაჭრო აგენტებმა შეითავსონ.
შეკვეთების გაფორმების წინ პროგრამა აფრთხილებს სავაჭრო აგენტებს, რომ ვერ განახორციელებენ ვერანაირ აქტივობას, სანამ არ გადაუღებენ პროდუქციას ფოტოსურათს.

ვაიზერი/მენეჯერი ვარსკვლავების სისტემის გამოყენებით აფასებს ფოტოებს. რის მიხედვითაც მაღაზიას ენიჭება რეიტინგი. თითოეულ ფოტოს ეწერება ვარსკვლავი, ხუთ ბალიანი სისტემით და ამის მიხედვით გამოითვლება მაღაზიის საშუალო ქულა. ვარსკვლავების გამოყენებით ფასდება მაღაზიაში არსებული პროდუქციის ადგილმდებარეობა, პროდუქციის განლაგება და არის თუ არა შეკვეთილი პროდუქცია ადგილზე.
ამასთან ერთად ფოტოების შეფასებისას ფასდება სავაჭრო აგენტების ნამუშევარიც. არსებული ფუნქიონალის გამოყენება შესაძლებელია საბონუსე სისტემაში.
არსებული საბონუსე სისტემით თანამშრომლებს ახალისებენ და მოტივაციას აძლევენ.

Comments