top of page
Search

რუქის გამოყენება პროგრამაში

Updated: Aug 11


კომპანია ''ბულენის'' სადისტრიბუციო პროგრამაში არის ფუნქციონალი, რომელიც საკმაოდ ამარტივებს ახალი თანამშრომლების სწრაფად ადაპტირებას ორგანიზაციაში.

ვაიზერები პროგრამის გამოყენებით ქმნიან ვიზიტების სიას ე.წ. მარშრუტს, რომელშიც მოცემულია თუ რომელი სავაჭრო ობიქტები უნდა მოინახულონ გაყიდვების აგენტებმა ამა თუ იმ დღეს.

პროგრამა გაყიდვების აგენტებს რუკის გამოყენებით უმარტივებს სავაჭრო ობიექტამდე მიმავალ გზას. ხოლო მაღაზიის ადგილმდებარეობას უჩვენებს დისტრიბუტორს იმის მიხედვით, თუ რომელ სავაჭრო ობიექტთან არის ყველაზე ახლოს, რათა უფრო მარტივი და დროში მომგებიანი გახდეს მისი სამუშაო პროცესი.


ree


მენეჯერების პრივილეგია


პროგრამაში არსებული ფუნქციონალი მენეჯერებს ეხმარებათ სავაჭრო აგენტების ადგილმდებარეობის დადგენაში.

როდესაც აგენტები სტუმრობენ მაღაზიას, პროგრამაში უთითებენ ვიზიტის დაწყებას და დასრულების დროს. პროგრამა მენეჯერებს უჩვენებთ: სავაჭრო წარმომადგენელი რომელ ობიექტზე, რომელ საათზე მივიდა და რამდენი დრო დაყო ობიექტზე. რა ფასის პროდუქცია შეუკვეთა, ფიქსირდება თუ არა ვალი ობიექტზე. Ამის გარდა, მენეჯერები დისტრიბუტორების მიერ გადაღებულ ფოტოებსაც ნახულობენ, რის საშუალებითაც ხედავენ პროდუქციის განლაგებას.


მენეჯერებს რეალურ დროში შეუძლიათ 10-20 სავაჭრო აგენტის მართვა.


პროგრამას აქვს ფუნქიონალი, რომელიც ზღუდავს სავაჭრო წარმომადგენელს შეკვეთის გაფორმებაში თუ არ იმყოფება მაღაზიაში ან 50 მეტრით მაინც არ მიუახლოვდა, პროგრამა რეაგირებს მის ადგილმდებარეობაზე და დისტრიბუტორს აფრთხილებს, რომ იგი არ იმყოფება მითითებულ ლოკაციაზე.

შესაბამისად, გაყიდვების აგენტები პროგრამაში ჩაშენებული რუკის გამოყენებით გადაადგილდებიან და თან პროგრამა ამოწმებს მათ, მითითებულ ადგილზე იყვნენ თუ არა.


ree

დისტრიბუტორების მაღაზიაში სტუმრობა აუცილებელია კომპანიის გაყიდვების ზრდისთვის, რადგან პარალელურად მათ შეუძლიათ შეამოწმონ როგორ არის პროდუქცია განლაგებული, ხელი შეავლონ, გაასწორონ და ამავე დროს ახალი პროდუქციაც შესთავაზონ.
 
 
 

Comments


ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს ყველა კითხვას, ამისათვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა ან დაგვიკავშირდეთ 

image_edited.jpg
image.png

Tel: 577 92 30 31

  • Facebook
  • LinkedIn

© 2035 by Go On. Powered and secured by Wix

bottom of page