ფულადი სახსრების დადასტურების სისტემა
'ბულენი' პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია გთავაზობთ ყველა ორგანიზაციისთვის საჭირო პროგრამას, რომელიც მოიცავს ფულადი სახსრების დადასტურების სისტემას. კომპანიიდან გამავალი ფულადი ხარჯები ერთიანდება ერთ სისტემაში რითაც უფრო მარტვი და სწრაფი ხდება ფინანსების მართვა და კონტროლი.


ერთი ხელის დაჭერით შესაძლებელია დაადასტუროთ ან უარყოთ კომპანიიდან ფულადი გადარიცხვა.

ბიზნეს პროცესი
1. დოკუმენტის შექმნა: ვებ-გვერდზე ან დაკავშირებულ ნებისმიერ სააღრიცხვო სისტემაში
-
მომხმარებელი იწყებს დოკუმენტის შექმნით, რომელშიც მოცემულია სავალდებულო ველები.
-
მოთხოვნილი თანხა.
-
მოთხოვნის ინიციატორი დეპარტამენტი (განყოფილება).
-
ინვოისი (თანდართული ფაილი).
-
გადახდის თარიღი.
-
გადახდის დანიშნულება ან მიზანი.
2. თანამშრომლების შეტყობინება
სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს რომელ თანამშრომლებს შეუძლიათ განაცხადის დადასტურება პირობებიდან გამომდინარე. პირობები დგინდება დეპატრამენტის,მოძრაობის მუხლით და თანხის ლიმიტის მიხედვით.
მაგალითი: მომხმარებელს, გიორგის უფლება აქვს მარკეტინგის განყოფილებაში დაადასტუროს განაცხადები მიღებული მომსახურების შესახებ ლიმიტით 1000ლარი. თუ განაცხადის თანხა აღემატება ამ პირობას მაშინ დოკუმენტი დადასტურდება პირველ დონეზე და გადავა შემდეგ დონეზე, მაგალითად ხელმძღვანელთან. ხელმძღვანელი მიიღებს შეტყობინებას მეილზე ან ტექსტურ შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე. თუ ხელმძღვანელი დაადასტურებს მიღებულ შეტყობინებას, დოკუმენტს მიენიჭება გადახდის სტატუსი, რის შემდეგაც ფინანსური სამსახური განახორციელებს ორგანიზაციაში გადახდას, სტანდარტული პროცედურებით.
3. მრავალ დონის დადასტურების სისტემა
სისტემა იყენებს დადასტურების 4 დონეს. თითოეული დონე წარმოადგენს თანამშრომელთა კონკრეტულ ჯგუფს შესაბამისი უფლებამოსილებით. მიმდინარე დონეზე დადასტურების შემდეგ, დოკუმენტი გადადის შემდეგ დონეზე
მაგალითი:
დონე 1 - დეპარტამენტის უფროსი
დონე 2 - ფინანსური კონტროლიორი
დონე 3 - ფინანსური დირექტორი
დონე 4 - აღმასრულებელი დირექტორი

5. ინფორმაციის გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა
თანამშრომლებს შეუძლიათ ნახონ დაშვებულ დოკუმენტებზე ანგარიშგება.
ანაგრიშგება ჯგუფდება პერიოდის დეპარტამენტისა და ფულადის სახსრების მუხლების მიხედვით.

უკან დაბრუნება
ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს ყველა კითხვას, ამისათვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა ან დაგვიკავშირდეთ

